ვენეციის კომისიის გამოცემა


საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის პრაქტიკა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კრებულში მოექცა.

ვენეციის კომისიის გამოცემა აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას.

ვენეციის კომისიის გამოცემაში მოექცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს მიღებული ხუთი გადაწყვეტილება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის ინფორმაციაში საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების საკითხს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან