მარნეულში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

11/14/2018
Municipality of Marneuli-ის მიერ

დღეს მარნეულში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე, მონაწილეებმა განიხილეს ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობა, ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და მშვიდობის მიღწევისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით რეგიონში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით, 16 ნოემბერს აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/209...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან