ადამიანის უფლებათა დაცვის დღე


ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებადამცველები ხელისუფლებას რამდენიმე გამოწვევაზე მიუთითებენ.

მთავარ პრობლემად სახელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გარემო და არასათანადო სერვისები, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი.

უკვე გატარებულ და გასატარებელ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე მმართველი გუნდის ლიდერებმა დღევანდელი თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრეს.

ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების გარანტად კონსტიტუციის ახალ რედაქციას ასახელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან