საქართველოს რკინიგზა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს განცხადებით ეხმაურება.
„საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ხაზგასმა, თითქოს საქართველოს რკინიგზის ქონების გადაცემა ხდება რუსულ კომპანიებზე.
საქართველოს რკინიგზამ მის 100%-იან შვილობილ კომპანია შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებს“ კაპიტალში ნამდვილად გადასცა 799 ერთეული ვაგონი. ვაგონებიდან შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების” მიერ 436 ერთეული ხორბალმზიდი ერთწლიანი იჯარით, კერძო აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასად გადაეცა დუბაიში რეგისტრირებულ კომპანია „რეილვეი ტრანს უნიონს“. ამასთანავე, 50 ხორბალმზიდი ერთწლიანი იჯარით საბაზრო ფასად არის გაცემული რუსულ კომპანია „რეილვეი ინვესტ გრუპზე“.
საიჯარო ურთიერთობასთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნული საბაზრო ფასისა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ვაგონების დაზიანება-დაკარგვის რისკები დაზღვეულია. რაც შეეხება რუსულ კომპანიებთან ურთიერთობას, საქართველოს რკინიგზის ისტორიაში პირველად 2018 წელს დაიწყო რუსული ნახშირის საქართველოს დერეფნის გავლით ტრანზიტული გადაზიდვა, რაც კონკურენტუნარიანს და მიმზიდველს ხდის ჩვენს კორიდორს. ამ ეტაპზე გადაზიდულია 300 ათას ტონამდე ქვანახშირი. ტვირთნაკადი მზარდია და მომდევნო წლების ჭრილში პროგნოზი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ტონას.
„ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების“ მიერ ბოლო ორი წლის ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაზრდილია როგორც კომპანიის შემოსავლები, ასევე წმინდა მოგება, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.