დასაქმების ფორუმი

03.05.2019 00:36

დასაქმების ფორუმი გამართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. აქტიური ვაკანსიები ღონისძიების მონაწილეებს 10-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლები ადგილზე გაეცნენ ვაკანსიებს და პოტენციურ დამსაქმებლებს უშუალოდ დაუკავშირდნენ. ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: