ლარის კურსი


ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ 3-თეთრ ნახევრით გამყარდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით,  1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 71 თეთრია. მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ უკვე მეორე დღეა ასევე მკვეთრი გამყარება დაიწყო. დღის პირველ ნახევარში ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 69 თეთრსაც ჩამოცდა. ამ ფონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენციას შეამცირებს.

რა უკავშირდება სებ-ის ეს გადაწყვეტილება, ოფიციალური განმარტება ეროვნულ ბანკში ჯერ არ გაკეთებულა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან