„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ვაშაძე უხელმძღვანელებს
„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის მენეჯერის პოსტზე, გიორგი ვაშაძე დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, ლევან ხაბეიშვილმა თანაგუნდელებთან ერთად გააკეთა. მისი განცხადებით, გიორგი ვაშაძეს აქვს გუნდური მუშაობის უნარი, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მან უხელმძღვანელოს „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიას. მისივე თქმით, იწყება მუშაობა მძლავრი კოალიციის ფორმირებაზე. თავად გიორგი ვაშაძის განცხადებით კი კოალიციის გაფართოების მიზნით ინტენსიური შეხვედრები დაიწყება. მისივე თქმით, პლატფორმის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ბრიფინგის ბოლოს ჟურნალისტებმა ლევან ხაბეიშვილს ჰკითხეს, პლატფორმის კამპანიის მენეჯერის პოსტზე გიორგი ვაშაძის დანიშვნა ხომ არ ნიშნავს ძალაუფლების გადაბარებას, რაზეც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ის მიესალმება პლატფორმაში საქმეთა გადანაწილებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"გამარჯვების პლატფორმის" კამპანიის ფარგლებში პენსიონერთა ფორ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
აქცია გენერალურ პროკურატურასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამარჯვების პლატფორმის ლიდერებმა წყალტუბოში საქართველოსა და...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
„გამარჯვების პლატფორმის“ სამოქმედო გეგმა - შეფასებები პოლიტი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"გამარჯვების პლატფორმის" წევრების აქცია-პერფორმანსი განათლებ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
„გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერების განცხადებები კანდიდატის ს...
Formula News
„გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერები შეხვედრებს მართავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster