„სვეტის" დამფუძნებელსა და დირექტორს ბრალი წარედგინათ

04.10.2018 00:56

თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისება. ეს არის ბრალი, რომელიც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძეს და დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს წარედგინათ. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ამ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ვალერი გელბახიანის თქმით, საქმის მასალებში ფიგურირებს 66 დაზარალებული და მილიონ ექვსასი ათასი ამერიკული დოლარი. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები გუშინ დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: