ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში, ასევე შეხვდება ამერიკელ ოფიციალურ პირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ თავდაპირველად მოინახულა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციასა და მკურნალობას ნიუ იორკის საავადმყოფოში გადიან. უკრაინის პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის გარდა, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტსა და უშიშროების საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. „მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიგეგმა. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არის ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის, განსაკუთრებით, გაერო-ს წესდების მთავარი პრინციპი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ მას ის ძალა, რაც რუსეთის შემოჭრის შედეგად განადგურდა და უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია. უკრაინა ამასთან დაკავშირებით მკაფიო წინადადებას შესთავაზებს გაერო-ს წევრებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ გვერდზე. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ვაშინგტონში ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტი კიევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო დახმარება აშშ-ის მოკავშირეებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტი კიეევში -ამერიკა თქვენს გვერდზე დ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში და ვითარება ფრონტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster