თავდასხმა მშვილ-ისრით და მსხვერპლი ნორვეგიაში

14.10.2021 03:27

ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი შემზარავი თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ ნორვეგია ისევ სასტიკი დანაშაულის ადგილად იქცა.

ქალაქ კიონგსბერგში მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, ორი მოქალაქე მძიმედ არის დაჭრილი. მაღალი რისკების გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - მთელი ნორვეგიის მასშტაბით სამართალდამცველები იარაღით აღჭურვილები ივლიან. საზარელი თავდასხმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ მეფისადმი ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენის დღეს მოხდა. უსაფრთხოების სააგენტო ტერორისტულ აქტზე საუბრობს, გამოძიება პოლიტიკური მოტივების გამოვლენის მიმართულებითაც მიმდინარეობს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub