მოსკოვს დრონებით დაესხნენ თავს


მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, - აცხადებს მოსკოვის მერი. მისი თქმით, შემთხვევა დილის ოთხ საათზე მოხდა. დაშავებულები არ არიან. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დრონის ფრაგმენტები სამინისტროს შენობიდან ორი კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს და მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან