პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში
ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მის ყაზახ კოლეგასთან. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა, გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა. პრემიერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატშიც იმსჯელეს, საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთშია
TV IMEDI
ყაზახური ხორბალი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო
Georgian Government
ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა
Georgian Government