აქცია კონსერვატორიასთან
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გაიმართა. შეკრებილი იყვნენ სტუდენტები, თანამშრომლები, მუსიკოსები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის გათვალისწინებით, კონსერვატორიის რექტორის არჩევნების კომისიამ საარჩევნო პროცესი შეწყვიტა. აქციის მონაწილების თქმით, ეს არის სამინისტროს მხრიდან რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და უმაღლესი სასწავლებლის დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა. შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ დღეს დილით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გადაწყვეტილებას რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე. კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კონსერვატორიასთან აქცია მიმდინარეობს
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
აქცია
netgazeti ge
1 დღე - 4 აქცია
რადიო თავისუფლება
ინციდენტი აქციაზე
netgazeti ge
აქცია
giorgi urushadze
სტუდენტთა აქცია
batumi ijh
აქცია
აგროსერვის ცენტრი
აქცია
TV 25