ვითარება უკრაინაში


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს. შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაიბომბა ხარკოვი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 65 სამხედრო შეტაკება მოხდა, ძირითადად ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით. ღამის განმავლობაში ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში რუსული მხარის მიერ გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინელებმა 10-ის განადგურება მოახერხეს. პარალელურად, გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა საკუთარ ქვეყანაში. სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ეს არის 51-ე გაცვლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გაცვლის პროცესში მონაწილეობდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან