სწავლება „დიდგორი 2023“
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შსს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და დასახული ამოცანა შეასრულეს. ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების ტექნიკა „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. შსს-ს დაშავებული წარმომადგენლის საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლად მოდერნიზებული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბურია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სწავლება ,,დიდგორი 2017" დასრულდა
TV Pirveli
სწავლება „დიდგორი 2012" დასრულდა
armada ge
რეზერვისტები „დიდგორი 2021-ში“ ჩაერთნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დაიწყო
თავდაცვის სამინისტრო
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დასრულდა
თავდაცვის სამინისტრო
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ იწყება
თავდაცვის სამინისტრო
სამხედრო-სამოქალაქო უწყებათაშორისი სწავლება "დიდგორი 2013" დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დიდგორი 2023“-ის ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდ...
თავდაცვის სამინისტრო