მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა
89 წლის ასაკში, საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. 1956 წლიდან, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ სახეს, შესრულებული აქვს მთავარი როლები ათეულობით სპექტაკლსა და ფილმში. ჯემალ ღაღანიძე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, ღირსების ორდენის, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის მფლობელი. 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი. რუსთაველის თეატრის წინ, ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“ 2011 წელს გაიხსნა. მსახიობის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს პრემიერი. „მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ჯემალ ღაღანიძემ თავისი გამორჩეული კეთილშობილებით, ნიჭითა და შემოქმედებით უამრავ თაყვანისმცემელს არაერთი საყვარელი პერსონაჟი აჩუქა. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი“. - წერს პრემიერი სოცილურ ქსელში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქართული თეატრისა და კინოს ბრწყინვალე მსახიობი - ჯემალ ღაღანი...
TV IMEDI
ჯემალ ღაღანიძის დაკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი კახი კავსაძე გარდაიცვალა - სტუმარი: მერაბ კოკოჩაშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე სტუმრად გადაცემაში ”შუადღე ერთსულოვნ...
TV religia
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან უკანას...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
#ახალიდღე „ფეოლა“ – 50
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯემალ ღაღანიძე
nana kalandadze