მრგვალი მაგიდა

11/22/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს დარბაზში, გაიმართა მრგვალი მაგიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილეები მარინე მიზანდარი და ხათუნა ხუნდაძე, ასევე მოწვეული სტუმრები - არქიტექტორ-ურბანისტები, ამ სფეროში მომუშავე ხელოვნების ისტორიკოსები, ICOMOS საქართველო, „თბილისის ჰამქარი\", იურისტები, არქიტექტურის მკვლევარები, თბილისის მერიის თანამშრომლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო ერთი მხრივ, ისტორიული თბილისის მიმდინარე განაშენიანების, რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხებისა და, ზოგადად, თბილისის ურბანული განვითარების ტენდეციების განხილვა. დისკუსია შეეხო ასევე თელავსა და მცხეთაში მიმდინარე სამუშაო პროცესებს.

შეკრების მიზანი იყო საზოგადოებასთან შეთანხმებით შემუშავდეს საერთო პოზიცია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ურბანული განვითარების მხრივ, პროცესი გახდეს საჯარო განხილვის საგანი, და რაც მთავარია, მოკლე ვადებში გადაწყდეს მიმდინარე პროექტების სამომავლო პერსპექტივები, საფრთხის თავიდან აცილებისა და სწორი განვითარების მიზნით.

შეხვედრის ბოლოს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეიმუშავეს დეკლარაცია და ხელი მოაწერეს.

http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან