ჩაწყობილი მატჩების საქმის წინასასამართლო პროცესი

15.07.2019 00:51

საქალაქო სასამართლოში ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩების საქმის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. სავარაუდოდ, დღესვე დაცვის მხარე მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას - ოთხ ბრალდებულს შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. მატჩების ჩაწყობის საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელიდან პროკურატურის მოთხოვნით პატიმრობა ოთხს შეეფარდა, ხოლო შვიდი ფეხბურთელი 10000-10000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდება. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით - ე.წ. ჰანდიკაპით ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. შედეგად, სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: