ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

08.04.2021 01:09

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა.  „ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესში ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებების ინიციატივას, იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ წარსულში უკვე შეიტანა ნაჩქარევად ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ვენეციის კომისიისთვის დროული მიმართვის, ან საბოლოო დასკვნის ლოდინის გარეშე. ამგვარად, ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიმართოს ვენეციის კომისიას შეფასების თხოვნით, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი წესები უნდა გავრცელდეს ყველა აპლიკანტზე, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება
02:37

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება
00:32

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება
01:48

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება
02:45

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება - გამოხმაურება
03:17

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება - გამოხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება - გამოხმაურება
01:43

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება - გამოხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო გამოხმაურება - შეფასებები თბილისში
04:06

საერთაშორისო გამოხმაურება - შეფასებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნორვეგიის მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს
00:38

ნორვეგიის მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო