რუმინეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა პრემიერთან


საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები - აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაციის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან