ვითარება ბორჯომის ხეობაში

30.08.2022 00:42

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კერების უმრავლესობა უკვე ლიკვიდირებულია. ცოცხალ ძალასთან ერთად, ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია ავიაცია: სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ლოკალიზებულია ქვაბისხევსა და აწყურს შორის მთის ფერდზე არსებული კერა, სადაც ახლა მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის ძალები და ტყის რეინჯერები, რომლებიც უკვე მე-12 დღეა სტიქიას ებრძვიან. ჯერჯერობით უწყების წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: