დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

20.10.2018 01:00

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. დავით ბაქრაძე ამომრჩეველს აბაშაში შეხვდა. ინვესტიციები, საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების ლეგალური დასაქმება, ქართველი სტუდენტების დაფინანსება და ასევე პენსიისა და სოციალური დახმარებების გაზრდა – ამ საკითხებზე ისაუბრა კანდიდატმა მოქალაქეებთან. დავით ბაქრაძემ შეკრებილებს მოუწოდა, იაქტიურონ, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. "ევროპული საქართველოს" კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრის მასალას, პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: