დრ. ნორმან აჯარი: ლექცია 4 – „(III) განსაზღვრული ნეგაცია თუ ტოტალური აფირმაცია?“

27.05.2015 01:53:58

დრ. ნორმან აჯარი: ლექცია 4 – „განსაზღვრული ნეგაცია თუ ტოტალური აფირმაცია? ჰორკჰაიმერისა და ადორნოს წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე კრიტიკის პასუხად (‚განმანათლებლობის დიალექტიკა‘, კომენტარი III)“ (04.03.2015). ლექციათა ციკლიდან: „შესავალი ფრანკფურტის სკოლის კრიტიკულ თეორიაში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში, 2015 წლის 23 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, მოეწყო ზამთრის სკოლა „მარქსი და მარქსიზმი“, რომელშიც ლექციებს უძღვებოდნენ გერმანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი და ქართველი პროფესორები. სკოლაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. http://on.fb.me/1AawAh2; http://on.fb.me/1bbse4K. დრ. ნორმან აჯარი ზამთრის სკოლაში „მარქსი და მარქსიზმი“ უძღვებოდა ლექციათა ციკლს – „შესავალი ფრანკფურტის სკოლის კრიტიკულ თეორიაში“, რომელიც სულ ოთხი ლექცია-სემინარისაგან შედგებოდა: 1. „კრიტიკული თეორიის დაბადება და განივთების (რეიფიკაციის) პრობლემა (ლუკაჩი და ჰორკჰაიმერი)“ (01.03.2015); 2. „ისტორიის კატასტროფული მხარის ფილოსოფია (‚განმანათლებლობის დიალექტიკა‘, კომენტარი I)“ (02.03.2015); 3. „‚სისტემა‘, ანუ საყოველთაო ბატონყმობა (‚განმანათლებლობის დიალექტიკა‘, კომენტარი II)“ (03.03.2015); 4. „განსაზღვრული ნეგაცია თუ ტოტალური აფირმაცია? ჰორკჰაიმერისა და ადორნოს წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე კრიტიკის პასუხად (‚განმანათლებლობის დიალექტიკა‘, კომენტარი III)“ (04.03.2015).

გაზიარება: