თელაველმა მოსწავლეებმა „კინგსის" ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა


12-13 ოქტომბერს კომპანია „კინგსის\" ორგანიზებით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოლიმპიადა ინგლისურ ენაში ჩატარდა. „კინგსი\" 2011 წელს დაარსდა, ის ახლა უკვე ცნობილი ბრენდია. აღსანიშნავია ისიც, რომ „კინგსი\" მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში იღებს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელების მასშტაბი გაიზარდა. ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით, 13 ქალაქში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობას მესამე კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებენ. ოლიმპიადაში გამარჯვებული 54 მოსწავლე სასტუმრო-კომპლექს „ანაკლიაში\" შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე გაემგზავრება, სადაც ისინი გამოცდილი ტრენერების დახმარებით ცოდნას გაირღმავებენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cq2D3J

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან