ბეშუმობა 2019
აჭარის მთიანეთში, სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება. ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება იალაღებზე ყოფნის შუა პერიოდს უკავშირდება. ტრადიციულად, აჭარის მთიანი სოფლებიდან ზაფხულობით პირუტყვი ალპურ საძოვრებზე, საზაფხულო იალაღებზე გადაჰყავთ, ოჯახის წევრები ორად იყოფიან, ნაწილი ბარში რჩება, ნაწილი კი მთაში მიდის. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კი, ყველა ერთად იყრის თავს. ბოლო წლებში, სახალხო დღესასწაული უფრო მასშტაბური გახდა. მთავარ სანახაობას კურორტი ბეშუმი მასპინძლობს. კონცერტისა და სხვადასხვა წარმოდგენის პარალელურად იმართება ეთნოგრაფიული გამოფენები, სტუმრებს ადგილზე შეუძლიათ დააგემოვნონ აჭარული ტრადიციული კერძები, ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, მთავარი სანახაობა კი დოღია. ბეშუმს ბოლო წლებში, შუამთობაზე ხელისუფლების პირველი პირები სტუმრობენ. დღეს კურორტზე პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბეშუმობა 2019
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ბეშუმობა და მოიალაღეების პრობლემები"
TV 25
„ბეშუმობა“ 2022 ორწლიანი პაუზის შემდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბეშუმობა“ 2022 ორწლიანი პაუზის შემდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუამთობა / ბეშუმიბა / ბეშუმი / Beshumi / бешуми / 2022
gia surmanidze [gs]