„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს ადანაშაულებს


„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ვერძაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.

პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ დეპუტატმა ვერძაძემ, რომელიც პარალელურად აჭარის პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობს, რამდენიმე დღის წინ პროფესიული კავშირების კუთვნილი მიწა კურორტ ბეშუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძეს გადასცა. ის პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

დეპუტატი ილია ვერძაძე ამბობს, რომ პროფკავშირმა სხვადასხვა საჭიროებებისთვის მიწის ნაკვეთები გაყიდა და მისი შეძენა ყველა მსურველს შეეძლო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან