გია ყანჩელი გარდაიცვალა
„ხელოვნება იქმნება მარტოობაში, მე ვქმნი ჩემს თეატრს“,- ამ სიტყვების ავტორი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოება გია ყანჩელს ემშვიდობება. კომპოზიტორმა, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ეპოქალურ მუსიკოსად, უკანასკნელი ინტერვიუ საქართველოს პირველ არხს მისცა. როცა მას ივლისში გადაცემის „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” შემოქმედებითმა ჯგუფმა დაურეკა და გია დანელიას გახსენება სთხოვა, ავადმყოფობის გამო გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეორე დღეს თავად დარეკა და, შეუძლოდ ყოფნის მიუხედავად, ინტერვიუს დათანხმდა. მაშინ თქვა, რომ გია დანელიასთან თანამშრომლობა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო, თუმცა ლეგენდარულმა მუსიკოსმა არაერთი ცნობილი ქართული ფილმისა თუ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკის გარდა მსოფლიოს თავი სიმფონიური მუსიკით გააცნო. მისი კომპოზიციები წლების განმავლობაში სრულდებოდა მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში. ამიტომ გია ყანჩელის შემოქმედება საქართველოსთან ერთად უკვე მსოფლიო კულტურის ნაწილია. მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟში პირველი არხის ოქროს ფონდში დაცული საარქივო მასალებია გამოყენებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გია ყანჩელი გარდაიცვალა
TV IMEDI
გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
84 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი...
PalitraNews
გია ყანჩელის პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს
TV IMEDI
გია ყანჩელს მეგობრები და ახლობლები იხსენებენ
TV IMEDI
84 წლის ასაკში გარდაიცვალა გია ყანჩელი
TV IMEDI
84 წლის ასაკში გარდაიცვალა გია ყანჩელი
TV IMEDI