გაერო-ს გენერალური ასამბლეა

18.09.2022 00:52

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინის ეზოში, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა „მშვიდობის ზარის“ რეკვის ყოველწლიურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ტრადიციულად იაპონურ ბაღში, მშვიდობის საერთაშორისო დღის წინ გაიმართა. „მშვიდობის ზარი“ გაერო-ს იაპონიამ 1954 წელს გადასცა. ის გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული ხურდებისგან არის შექმნილი. როგორც ცერემონიაზე ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, ამჟამად მშვიდობა თავდასხმას განიცდის. მან საერთაშორისო საზოგადოებას ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, ისეთი საერთო გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებისკენ მოუწოდა, როგორიც სიღარიბე, შიმშილი, უთანასწორობა და კლიმატური ცვლილებებია. ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 13 სექტემბერს გაიხსნა, 20 სექტემბრიდან კი, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნაზე მსოფლიო ლიდერები წარდგებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გაერო-ს გენერალური ასამბლეა
03:13

გაერო-ს გენერალური ასამბლეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეა
01:53

გაერო-ს გენერალური ასამბლეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს გაიმართება
00:37

გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს გაიმართება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სერგეი ლავროვის გამოსვლა გაერო-ში
01:11

სერგეი ლავროვის გამოსვლა გაერო-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა დაგმო
01:43

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გაერო-მ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
00:45

გაერო-მ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანი მიროტაძე: ჩვენ ჩვენი სავიზალიბერალიზაციო ვალდებულებები შევასრულეთ
14:03

ანი მიროტაძე: ჩვენ ჩვენი სავიზალიბერალიზაციო ვალდებულებები შ...

ეროვნული ფორუმი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - შეფასებები თბილისში
01:26

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - შეფასებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო