როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია - ანგარიშის პრეზენტაცია


როგორ სრულდება ევროკავშირის 12 რეკომენდაცია - ამ საკითხზე „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ძირითადი ნაწილი კვლავ შესასრულებელია. კვლევის ავტორები მთავარ პრობლემად ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ასახელებენ. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას 12 პუნქტის შესასრულებლად ერთობლივად მუშაობისკენ მოუწოდებს. კვლევის პრეზენტაციას ოპოზიციის ნაწილი და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან