მაჩალიკაშვილი: შვილი ხომ მომიკლეს, იმ ღამეს დამაყაჩაღეს კიდეც, ფული გაიტაცეს

02/15/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 15.02.2019)
მაჩალკაშვილი: შვილი ხომ მომიკლეს, იმ ღამეს დამაყაჩაღეს კიდეც, ფული გაიტაცეს, ვითხოვ ფულის დაბრუნებას





პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
უპირისპირდება. ამჯერად მალხაზ მაჩალიკაშვილი გომელაურის უწყებისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საუბარია 23 575 ლარზე, რომელიც მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მის სიძეს ეკუთვნის. ეს თანხა დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია. თუმცა მაჩალიკაშვილის თქმით,, გამქრალია 1 000 ლარი და ოქმში 23 575 ლარის ნაცვლად, 22 575 ლარი წერია. იმ შემთხვევაში, თუკი, ოჯახს თანხა არ დაუბრუნდება, მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ



გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან