საოცარი შოუ დინამო ბათუმის სტადიონზე|დინამო ბათუმი ჩემპიონია | динамо батуми чемпион грузии | шоу

12/03/2021
gia surmanidze [gs]-ის მიერ

https://dinamo.ge/
საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ 1923 წელს შეიქმნა .
პირველი საფეხბურთო გუნდი ბათუმში – „ხოლოდნოსლობოდსკაია“ 1911 წელს შეიქმნა. 1914 წლისათვის ბათუმში ათამდე ორგანიზებული და ბევრი „ველური“ გუნდი ჰყავდა. ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ: „სელექტედი“, „გიმნაზიჩესკაია“, „დრუჟბა“, „ვოლნიე სოკოლა“, „არაქსი“, „გრეჩისკაია“, „ბონდარი“, „მარსი“ და სხვ. ამ პერიოდშივე ბათუმელებმა პირველი საქალაქთაშორისო შეხვედრა გამართეს. ქალაქის ნაკრები ფოთს გაემგზავრა და სასტიკად დამარცხდა 0:8. ამ გაკვეთილს ფუჭად არ ჩაუვლია – შემდეგი წასვლისას ბათუმელებმა ფოთელები 1:0 დაამარცხეს. იმავე 1913 წელს სოხუმში გაემგზავრა „არაქსი“, ეს მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა, განმეორებით მატჩში ბათუმში „არაქსმა“ დამაჯერებლად – 5:0 მოიგო.

ბათუმში სპორტის, სახელდობრ ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ა. კოუბამ – ეროვნებით ჩეხმა, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებელმა. ის გახდა რეგიონში საზოგადოება „შევარდენის“’ შექმნის ინიციატორი.

1921 წელს ბათუმში შემდეგი გუნდები შეიქმნა – ‘’მეზღვაური’’, ‘’წიტელი რაინდი’’, კომკავშირული საფეხბურთო კოლექტივი ‘’კსმ’’-ი, ხოლო ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი ‘’ БДПО’’ (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება), რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული გუნდი გახდა.

„ბდპო“ – ში თამაშობდნენ: ძმები ანდრო და სოკრატ იოაკიმიდები, გ ფაჩულია, გ. ბაუერი, კ. ფსაროსი, ლ. ლაზარევი, ლ.აბაშიძე, ვ. დარჩია, ა.ბიბაევი, ს. კარაკულიანი, ა. პოპკოვი, ნ. ანიკინი, კ ბერმანი, რ პოღოსოვი, რ. ფალავანდიშვილი და სხვ. წლების მანძილზე გუნდი წარმატებით თამაშობდა თბილისელების, ფოთელების, სოხუმელების და სხვა ქალაქების გუნდების წინააღმდეგ.

1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (ზიი) გუნდთან. ბათუმში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს. „ბდპო“-მ არაერთხელ სძლია საზღვარგარეთული გემების მეზღვაურებს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა ხარკოვის ნაკრები გუნდი, რომელმაც მანამდე საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა. სტუმრებმა სამი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ბათუმელებთან გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. უკანასკნელი შეხვედრა ხარკოველებმა საქართველოს ნაკრებთან გამართეს, რომელშიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ბათუმელი ფეხბურთელები. შეხვედრას იმ ხანებში არნახულად დიდი აუდიტორია დაესწრო – ხუთი ათასი მაყურებელი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

1925 წელს, ბათუმის ფეხბურთელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქეთში ტრაბზონის ნაკრებ გუნდთან. პირველ მატჩში სტუმრებმა 7:1 გაიმარჯვეს მეორე კი 1:2 დათმეს.

1927 წლის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ნაკრები გუნდი გახდა. ბათუმელებმა სამივე მატჩში (თბილისელები და ფოთელები 2:1, სოხუმელები 3:0) დაამარცხეს მეტოქეები. ბათუმის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ლ. აბაშიძე, ლ. ანიკინი, ნ. ანიკინი, ა.ბიბაევი, ა. იოაკიმიდი, ვ დარჩია, ლ. ლაზარევი, ა. აკოპოვი, რ. ფალავანდიშვილი, გ. ფაჩულია, რ. პოღოსოვი, გ. ფსაროსი, ა. ფოჩხუა, ს. ქსენოფონტოვი და ა. შიოშვილი.

თანდათან ფეხბურთი აჭარაში პოპულარული ხდებოდა და სულ უფრო მეტი ახალგარდა ინტერესდებოდა ამ თამაშით. გუნდებში ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოტამაშე ჩნდებოდა, მომავალში ისინი ქვეყნის წამყვან გუნდების ღირსებას იცავდნენ. „დინამო თბილისში“ გამოიჩნეს თავი ბორის ფროლოვმა, ალკივიად ფეხლევანიდმა, იბრაგიმ სარჯველაძემ, ედუარდ ტანტიბამ, გიორგი აროშიძემ, ანზორ კავაზაშვილმა და ილია დათუნაშვილმა. ბათუმში აიდგეს ფეხი რემიზ კამიშევმა (მოგვიანებით მოსკოვის „ტორპედო“), საშა ელიავამ, ანზორ კვაჭაძემ, ნიკოლოზ კეშელავამ, როინ კვასხვაძემ, ვალერიან ცხარტიშვილმა, გარი ქიქავამ, იგორ ფროლოვმა (იცავდა მოსკოვის „სპარტაკის“ და „ლოკომოტივის“ ღირსებას.)

1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი, თბილისის ნაკრების შემდეგ. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში, ბათუმში ფეხბურთის პოპულარუბამ იკლო, აღმასვლა კი 30-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 1936 წელს საკლუბო გუნდების სსრ კავშირის პირველობა გაიმართა, იმავე წლის ზაფხულში სსრკ თასიც გათამაშდა, რომლისთვისაც ბრძოლაში 39 ქალაქის 83 გუნდი ჩაება. ბათუმის „დინამო“ პირველივე წრეში „დინამო თბილისთან“ დამარცხდა. ამავე წელს ბათუმში შიდა პირველობა ორ კატეგორიად გაიმართა – პირველში „დინამომ“ იმარჯვა, მეორეში „ბურევესტნიკმა“. 1938 წელს გუნდმა მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

ასევე 1936 წელს „დინამომ“ ახლად დაარსებული კონსტიტუციის თასი მოიპოვა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს – 1938 წლის 12 დეკემბერს სოხუმის „დინამოს“ 5:2 მოუგეს.


  / gia.surmanidze  
  / giatv25  
  / gia.tv25  
https://vk.com/id29155070
https://ok.ru/profile/316511548655

საოცარი შოუ დინამო ბათუმის სტადიონზე|დინამო ბათუმი ჩემპიონია | динамо батуми чемпион грузии | шоу

დინამო ბათუმი,დინამო ბათუმი ჩემპიონია,საოცარი შოუ დინამო ბათუმის სტადიონზე,ჩემპიონი,ბათუმის სტადიონი,სტადიონი,georgia,батуми,batumi,динамо батуми,чемпион,грузии,шоу,динамо батуми чемпион грузии,футбол,стадион батуми,стадион,новый стадион батуми,стадионы,გორის დილა,ეროვნული ლიგა,საქართველოს ნაკრები,ჩემპიონი ვარ,ჩემპიონი ქართულად

#FCDB #champions #динамобатуми