ჯოზეფ ბაიდენის მიმართვა
„არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინის შესახებ განაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთი ვერასდროს მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში. ბაიდენმა ასევე გააფრთხილა რუსეთი, არც კი იფიქროს ნატო-ს ტერიტორიის თავდასხმაზე, რადგან ალიანსს აქვს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რაც ნატო-ს მეხუთე მუხლით არის განსაზღვრული. ამასთან ერთად, ბაიდენმა მიმართა რუს ხალხს და განაცხადა, რომ ისინი მტრები არ არიან. პრეზიდენტმა სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკას მძიმე შედეგს მოუტანს. მისივე განცხადებით, ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, რაშიც შეერთებული შტატები მათ აუცილებლად დაეხმარება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაწყებული ბრძოლა არის დაპირისპირება ავტოკრატიასთან და ეს ბრძოლა დიდხანს გასტანს. ამიტომ ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა მოკავშირეებს, მზად იყვნენ ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯოზეფ ბაიდენი ვლადიმერ პუტინს მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯოზეფ ბაიდენის განცხადება
Formula News
ჯოზეფ ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯოზეფ ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯოზეფ ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯოზეფ ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯოზეფ ბაიდენის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster