დანიელ ტუაინინგის განცხადება


პოლიტიკურმა პარტიებმა შედეგები უნდა აღიარონ და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ, - ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის პოზიცია.

დანიელ ტუაინინგი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ ქართული დემოკრატიის სიმყარე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ საშიშ სამეზობლოში, რომელშიც საქართველოა.

IRI საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსაც აფასებს. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების ადმინისტრირება ეფექტიანად და მოწესრიგებულად წარიმართა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან