მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის პრემიერა

16.02.2022 04:14

გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი პრემიერისთვის ემზადება. ორ დღეში სამეფო უბნის თეატრის მაყურებელი მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტს იხილავს. ბახის პროექტების ციკლის პირველ დადგმაზე, თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. წარმოდგენა უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. მოცეკვავეები კი ქორეოგრაფიულ მოძრაობებს ცოცხალი მუსიკის თანხლებით ასრულებენ. ბახის პროექტების ციკლის პირველი დადგმის საპრემიერო ჩვენებები სამეფო უბნის თეატრში 18, 19 და 20 თებერვალს გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: