ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივების საჯარო განხილვა


https://www.facebook.com/GeorgianYout...

პარასკევს, 10 ოქტომბერს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივების საჯაროდ განხილვა.

განსახილველ ინიციატივებს შორის წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევორპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვის კომიტეტის მიერ წამოყენებული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველყოფას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წამოყენებული ინიციატივა ლუდომანიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ან არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ამის გამო, თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.

ასევე განიხილა ინიციატივა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ.

ვიდეოები „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი"-ისგან