სახალხო ინიციატივა.wmv
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ თბილისში ახალი პროექტის, სახალხო ინიციატივის პრეზენტაცია გამართა. პროექტი გულისხმობს საქართველოს მასშტაბით სახალხო ინიციატივების მოძიებას, კანონპროექტად ჩამოყალიბებას, დამუშავებასა და მათ შემდგომ პარლამენტში ინიცირებას. ინიციატივის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად: 1. ინიციატივების შეგროვება: ინიციატივების შეგროვება შესაძლებელი იქნება ელ. აპლიკაციის საშუალებით: აპლიკაციის ფორმა იხ: https://docs.google.com/spreadsheet/v... 2. სამართლის სკოლა - საკანონმდებლო ინიციატივების ჩამოყალობება: ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდება პროექტის პრეზენტაციები, (პრეზენტაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება პროექტის მიმდინარეობისას) რის შემდეგაც დაინტერესებული პირებისაგან გასაუბრების შედეგად თბილისიდან 20, ხოლო ყველა რეგიონიდან წარმატებული 2 სტუდენტი დაესწრება სამართლის სკოლას, რომლის ფარგლებშიც მოხდება საუკეთესო ინიციატივების კანონპროექტად ჩამოყალიბება. სამართლის სკოლის ელექტორნული აპლიკაციის ფორმა იხ: https://docs.google.com/spreadsheet/v... აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 24.02.2012 წ. სამართლის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იურიდიული ფაკულტეტისა და სოც.პოლიტიკური მეცნიერებათა ფალკულტეტის სტუდენტებს ან/და კურსდამთავრებულებს. 3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია უზრუნველყოფს საუკეთესო კანონპრექტების პარლამენტში ინიცირებას. პროექტის პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" 2012 წლის 7 თებერვალს (მის: თავისუფლების მოედანი 4) 14:00 სთ-ზე. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისათვის: პროექტის პრეზენტაცია - 577-75-24-58 ინიციატივების შეგროვება - 598-39-09-08 სამართლის სკოლა - 555-11-48-84 [email protected]
მსგავსი ვიდეოები
სახალხო დამცველის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებ...
Public Defender of Georgia
სახალხო დამცველი ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს
Public Defender of Georgia
სახალხო დამცველის ინიციატივა
wwwMediaGe
„ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
10 01 2014 სახალხო დამცველის ინიციატივა ხარვეზების დამდგენ კ...
Public Defender of Georgia
სახალხო პარლამენტი - „ლეიბორისტების“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველი: მთავრობის ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაც...
TV 25
სახალხო დამცველი: მთავრობის ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაც...
TV 25