საშობაო ეპისტოლე
სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დროს, პატრიარქის ტრადიცული საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. ილია მეორე მიმართავს საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეს, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ეკლესიის მსახურებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. პატრიარქი აღნიშნავს: „ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით. შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…“ პატრიარქი ეპისტოლეში ასევე საუბრობს სნეულთა განკურნებაზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე, თვითმკვლელობების თავიდან აცილებაზე. „აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი“ - ამბობს ილია მეორე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საშობაო ეპისტოლე
TV IMEDI
საშობაო ეპისტოლე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საშობაო ეპისტოლე
TV Georgian Times
საშობაო ეპისტოლე
TV IMEDI
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საშობაო ეპისტოლე 7 იანვარი 2022 წელი.
მართლმადიდებლური ვიდეოები
პრემიერი საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster