აქცია ფოთში
მეორე დღეა, ქალაქ ფოთში გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზა აქვთ გადაკეტილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. პროტესტის სხვადასხვა ფორმას ისინი სამ წელზე მეტია მიმართავენ. მოქალაქეების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. მათივე თქმით, არაერთი კომპეტენტური უწყების დასკვნით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ფულად კომპენსაციებს, რათა საცხოვრებელი თავად შეიცვალონ. ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკითხზე ოფიციალური კომენტარი დღეს არ გაუკეთებიათ. თუმცა, მათი პოზიცია ცნობილია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტის ძალებს აღემატება. ცენტრალური ხელისუფლება საკითხის შესახებ ინფორმირებულია და გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. მათივე ინფორმაციით, კომპენსაციის თემა არ განიხილება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster