მართლმსაჯულების რეფორმა


პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად ემზადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატის დოკუმენტაციის შესწავლას დაასრულებს, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მოსმენის კონკრეტული გრაფიკი გაიწერება, ამის შემდეგ კი პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის. უკვე ცნობილია, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ჩაერთვება.

მმართველი გუნდი ოპონენტების გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმების ერთგულია და აღებული ვალდებულება, მათ შორის მოსამართლეების ნაწილში ჯერ კიდევ დოკუმენტზე ხელმოწერამდე, 19 აპრილამდე შეასრულა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან