ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა - ოპოზიციის პროექტის განხილვა


ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე და ანა ნაცვლიშვილი არიან.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი ხუთი წლის ვადით აირჩევს. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი, კორუფციული დანაშაულების გამოძიება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.

ოპოზიციის წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი უნდა იყოს, ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან