ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო\"-ს წარმომადგენლები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა მედია გაყიდვების სფეროში ახალგაზრდების დასაქმება იყო. აქცენტი დღევანდელ მედია ბაზარზე არსებულ ისეთ პრობლემებზე გაკეთდა, როგორიცაა: ონლაინ მედია რესურსებისა და დამოუკიდებელი სატელევიზიო სტუდიების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედია კონტექსტის შექმნა, მედიის, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის, საჭირო უნარების გაუმჯობესება, ჟურნალისტური სტანდარტისა და მედია წიგნიერების დონის ამაღლება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შეუფერხებელი და არადისკრიმინაციული პროცესის უზრუნველყოფა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1nyvj3x
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1nyvj3x