ვითარება სტიქიის ზონაში

18.08.2023 03:39

ბოლო მონიტორინგი სტიქიის ეპიცენტრში.
შოვში ღვარცოფული მასით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაწილიღა რჩება შესამოწმებელი. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მითითებულ ადგილებზე მისვლა უკვე შესაძლებელი გახდა - ამ უბნებს ახლა ცოცხალი ძალა მძიმე ტექნიკასთან ერთად ამოწმებს. პარალელურად აქტიური სამძებრო ოპერაციაა დაწყებული მდინარეების - ჭანჭახის და რიონის კალაპოტებში, სადაც წინა დღეებში რამდენიმე დაღუპულს მიაგნეს. საძიებო-სამაშველო სამუშაოები გაფართოებულია და ამბროლაურამდე აღწევს. ამ წუთის მონაცემებით, იძებნება ექვსი ადამიანი. 27 ნაპოვნი ცხედრიდან იდენტიფიცირებულია 25 პირი. 
პირდაპირი ჩართვა რაჭიდან, - „მოამბის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში რჩება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub