ვაჟა -- ფშაველას სახელობის თელავის დრამატული თეატრის მსახიობი - ვანო იანტბელიძე, თელავში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოღვაწე მსახიობთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში\" კვლევაშია ნათქვამი. კვლევა საქართველოს 13 ქალაქში ჩატარდა. კვლევის თანახმად, თელავში გამოკითხული 100 მაყურებლიდან, ხმების 9% ვანო იანტბელიძემ მიიღო, 7% - კახი კავსაძემ, 6% - გივი ბერიკაშვილმა, 6% - რუსკა მაყაშვილმა. „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში\" კვლევის ფარგლებში, 2010--2013 წლებში, საქართველოს მასშტაბით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით თეატრის 751 მაყურებელი გამოიკითხა. თელავის დარამატული თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე კვლევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მაყურებელს ასეთი დახასიათებისთვის მადლობას უხდის.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1g39Xrk
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1g39Xrk