ქართველი მოსწავლეები ცერნში

05.12.2018 00:42

შვეიცარიაში, ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში ვიზიტის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები და მათი პედაგოგები ცერნში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ. მეცნიერებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს იმაზე თუ, როგორ მოხვდნენ ცერნში, რას საქმიანობენ ამჟამად და რა წვლილი შეაქვთ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ექსპერიმენტში. ცერნში მოსწავლეები ექსპერიმენტსაც გაეცნენ, რომელიც 90 მეტრის სიღრმეზე სპეციალურად საქართველოს დელეგაციისთვის გამართა ქართველმა მეცნიერმა, ლექსო მესტვირიშვილმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: