2019-ის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

16.06.2019 01:13

გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო ჩასაბარებელი ყურძნის ფასის დადგენაში არც წელს ჩაერევა და 2019-ის რთველიც სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა. მეწარმეებმა და მევენახეებმა წარმატებული თანამშროლობა და შეთანხმების მიღწევა შარშან სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეძლეს. მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება ქართული ღვინის ხარისხის კონტროლზე გამახვილდება, იმისათვის, რომ ქართული პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი, ხარისხის გაუმჯობესების პროცესი კი შეუქცევადი გახდეს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ღვინოს ადგილი პრემიუმ კლასის სეგმენტში დაიმკვიდროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: