შევა თუ არა დაზღვევის პაკეტებში გაძვირებული მედიკამენტებ? #ინტერVIEW დავით სერგეენკოსთან

02.02.2017 40:49

2 თებერვალი, 2017 • რას გულისხმობს ჯანდაცვის რეფორმის „მეორე ტალღა“? • რის მიხედვით განისაზღვრებიან მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევა აღარ მოიცავს - სტატუსით თუ შემოსავლით? • მაშინ, როცა ოჯახთა მხოლოდ სამი პროცენტის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს, რამდენად მართებულია მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო დიდ თანხას ხარჯავს „მდიდრების“ დაზღვევაზე? • შევა თუ არა სახელმწიფო დაზღვევის პაკეტებში მედიკამენტები, რომელთა მზარდი ფასებიც უმწვავეს პრობლემას უქმნის ხელმოკლე მოქალაქეებს, პენსიონერებს? • რა პასუხი აქვს მინისტრს არაერთი ფსიქიატრის მოსაზრებაზე, რომ ამ სფეროში ვითარება ისევ უბრუნდება კარგა ხნის უარყოფილ, დიდი ინსტიტუტების მოდელს, რომელიც აძლიერებს მოქალაქეების სტიგმასა და საზოგადოებიდან მათს გარიყვას? • რა კეთდება საიმისოდ, რომ საავადმყოფოთა მფლობელობის მოდელში შემოვიდეს დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული, არაკომერციული ფორმა? • რატომ იხარჯება სარეზერვო ფონდიდან ათობით მილიონი ლარი გასართობ ღონისძიებებზე და რატომ იღებენ მოხელეები დიდძალ სახელფასო დანამატებს მაშინ, როცა ყოველი მეხუთე ბავშვი ჯერაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო სახელმწიფო შემწეობას 1,6 მილიონამდე მოქალაქე ითხოვს? • როდის დაიცავს სახელმწიფო მოქალაქეებს სამუშაო ადგილებზე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეებისგან? • რა აქვს სათქმელი სამინისტროს რუსთავის „აზოტის“ ქარხნიდან მოულოდნელად გათავისუფლებული 350 მუშის, ან „ბავშვთა სამყაროს“ ტეროტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მძიმედ დაზარალებულთათვის? ამ და სხვა თემებს ეხება გადაცემა #ინტერVIEW-ს წამყვანის, სალომე ასათიანის საუბარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში - გრიგილ ვაშაძის განცხადება დამნეულობის მიზეზი გახდა
07:38

შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში - გრიგილ ვაშაძის განცხადება...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში - კონსულტაციები პარტიაში
05:19

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში - კონსულტაციე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

შევა თუ არა ევროპული საქართველო პარლამენტში? - გიგი უგულავა პარტიის გადაწყვეტილებაზე
04:03

შევა თუ არა ევროპული საქართველო პარლამენტში? - გიგი უგულავა...

Formula News

არჩილ თალაკვაძის პროგნოზი
07:30

არჩილ თალაკვაძის პროგნოზი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შევა თუ არა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში
06:15

შევა თუ არა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში

TV IMEDI

„მოქალაქეების“ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
09:12

„მოქალაქეების“ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში
02:39

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შევა თუ არა ცვლილებები დისკრიმინაციის შესახებ მიღებულ კანონში
02:58

შევა თუ არა ცვლილებები დისკრიმინაციის შესახებ მიღებულ კანონშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო