მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის


ჯერჯერობით ისევ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მომავალი არჩევნების სისტემის განსაზღვრის საკითხზე მხარეები, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში იმსჯელებენ. მანამდე კი ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა ის წინადადებები განიხილეს, რასაც მომდევნო შეკრებაზე უმრავლესობას შესთავაზებენ. მმართველი გუნდის შეთავაზება კი კვლავ უცვლელია – 50 მაჟორიტარს პლუს პროპორციული სისტემით არჩეული 100 დეპუტატი. ეს წინადადება უმრავლესობის ოპონენტებისთვის მიუღებელია.

ოპოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ეუთო-ს დასკვნას ელოდება და, პარალელურად, პროტესტის გაგრძელებას იქამდე გეგმავს, სანამ მმართველი „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან