ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მიმართვა
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების განცხადება ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. ამ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. განცხადების პროექტში ნათქვამია:"პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერებს: „ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ტექსტში. გამოცემის ცნობით, წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი იტყობინება, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ევროპული პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების ორი წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 4 ივნისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის არჩევნები - პოლიტიკური ტენდენციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
FARA-ს ანალოგის ინიციატივა ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ გუნარ ჰოკმარს შეხვდა.
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 ივნისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster