#მოამბე 21 საათზე, 21 სექტემბერი, 2023 #LIVE

21.09.2023 01:06:41

• აშშ-ში ვიზიტად მყოფი პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს - საქართველოს ევროინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება აშშ-სთან და გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრები მთავრობის მეთაურის სიტყვით მიმართვამდე; „მოამბე“ ნიუ-იორკიდან • ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება - პარლამენტის გადაწყვეტილება კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ინსტიტუციის გარშემო პოლიტიკური ხმაურით გამოწვეული სავალუტო რყევები და სპეციალისტთა შეფასებები • პროტესტით გახსნილი პოლიტიკური შემოდგომის სეზონი და ოპოზიციის გეგმები - „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სახეებით ქუჩას უბრუნდება, თუმცა ერთობას კვლავ ვერ ახერხებს; მმართველი გუნდი სააკაშვილის მოწოდებას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობად აფასებს • „იარე, ლიზა“ - პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“, საქართველო-ბულგარეთის კინოპროდუქცია და აფხაზეთის ომის ნამდვილი ისტორიები რეჟისორ ნანა ჯანელიძის ახალ მხატვრულ ფილმში ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: