მსვლელობა თბილისში


ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, სამღვდელოებისა და მრევლის მსვლელობა დასრულებულია.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, სამართალდამცველების თანხლებით გაიმართა.  სამებაში მისულმა პირებმა ტაძარი მოილოცეს. მსვლელობის დაწყებამდე კი რესპუბლიკის მოედანზე, სასულიერო პირებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს. დემონსტრანტებმა მედიასთან კომენტირებისას, აქცენტები ოჯახისა და ერის გამრავლების მნიშვნელობაზე გააკეთეს.  გარდა ამისა, ისაუბრეს ლგბტ თემზეც და მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებები დაგმეს. თუმცა, ლგბტ თემს მოუწოდეს, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას და პროპაგანდას. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, დღეს 5 საათზე კიდევ ერთი მსვლელობაა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდგომაც, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან